1916 წლის 14 იანვრის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრებმა მიხეილ წერეთელმა და გიორგი კერესელიძემ ბერლინში გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს და ახლო აღმოსავლეთის საქმეთა რეფერატს ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკს თხოვნით მიმართეს, რომ უფროს ლეიტენანტ ლ. ახალკაცთან ერთად კიდევ ერთხელ თორგაუში გამგზავრების საშუალება მიეცათ, რათა კაპიტან ლაღიძეს გასაუბრებოდნენ.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა