1916 წლის 10 მარტის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრებმა მიხეილ წერეთელმა და გიორგი მაჩაბელმა ბერლინში ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდოკს, გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს და ახლო აღმოსავლეთის საქმეთა რეფერატს აცნობეს, რომ თავად მაჩაბელსა და ლეიტენანტ ახალკაცს ზაგანის ტყვეთა ბანაკში ის შვიდი ადამიანი დეტალურად უნდა გამოეკითხათ, ვინც თანხმობა განაცხადა თანამშრომლობაზე.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა