1916 წლის 10 მარტის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრებმა მიხეილ წერეთელმა და გიორგი მაჩაბელმა ბერლინში ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდოკს, გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს და ახლო აღმოსავლეთის საქმეთა რეფერატს აცნობეს, რომ მათ აუცილებლად მიაჩნდათ, თავადი მაჩაბელი, წერეთელი და ლეიტენანტი ახალკაცი, სწვეოდნენ ბრუქსის ბანაკს, სადაც ათი ქართველი ტყვე ოფიცერი იმყოფებოდა, რომლებსაც ლეიტენანტი ახალკაცი კარგად იცნობდა.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა