1916 წლის 2 ივნისის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი მაჩაბელმა კონსტანტინოპოლიდან აღმოსავლეთის ცნობათა ბიუროს დირექტორს პროფესორ ოიგენ მიტვოხს აცნობა „ ქართული გაზეთის“ შესახებ , რომელმაც ქართულ კოლონიაში დიდი კმაყოფილება გამოიწვია. როგორც ადრე ოპენჰაიმთან შეთანხმდნენ, თურქეთისთვის განკუთვნილი ეგზემპლარების რაოდენობა პირდაპირ ცნობათა ბიუროსთვის უნდა გაეგზავნათ.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა