1916 წლის 22 ივლისის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა მიხეილ წერეთელმა გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბერლინში აცნობა, რომ საკუთარი მდგომარეობის შესახებ თარხანოვმა შემდეგი შეატყობინა: ის ავადმყოფობდა და უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამიტომ თუ გაზეთის დაარსებას ან სუბსიდიის გადახდას რაიმე მიზეზთა გამო არ მოისურვებდნენ, მაშინ ის შვეიცარიაში გაშვებას, მგზავრობისთვის საჭირო თანხის გამოყოფას და ასევე შემდგომ თანხას ითხოვდა, რომლითაც ის შვეიცარიაში არსებობას შეძლებდა.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა