1916 წლის 27 აგვისტოს წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრებმა მიხეილ წერეთელმა, გიორგი კერესელიძემ და სოლომონ ვადაკურმა (ვადაჭკორიამ) ბერლინში ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკს, გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს და ახლო აღმოსავლეთის საქმეთა რეფერატს დიდი გაძვირების გამო თხოვნით მიმართეს, რომ დანამატი 100 მარკის ოდენობით წერეთლისა და კერესელიძისთვის, ხოლო 50 მარკა ვადაკურისთვის დაემტკიცებინათ.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა