1917 წლის 29 მარტის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი კერესელიძემ ბერნში ფონ რენთე-ფინკს, შვეიცარიაში გერმანიის ლეგაციის მდივანს შეატყობინა, რომ კერესელიძის კავკასიაში გაგზავნა შემდეგ მიზანს ემსახურებოდა: ლეო კერესელიძე ყველა ცნობებს რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის, ასევე სამხედრო ინფორმაციას რუსთა ჯარების დისლოკაციის შესახებ, კომიტეტს და მთავრობას ბერლინში წერილობითი ფორმით გადასცემდა, იმ პირთა მეშვეობით, რომლებსაც ის შვედეთში გაგზავნიდა.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა