1915 წლის 3 აპრილს უფროსი მასწავლებელი ჰარალდ კოზაკი ბერლინში ატყობინებს საელჩოს მდივანს ვეზენდონკს, რომ ის ფიქრობდა იმის შესახებ, კარგი იქნებოდა თუ არა, თათრებს უმაღლესი განათლება გერმანიაში მიეღოთ. უფრო მეტიც, ბერლინში აღმოსავლეთმცოდნეობის სემინარიაში თათარი ლექტორი დაესაქმებინათ.

წყარო: 1914 წლის ომის პერიოდის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი R21012– 1 ტ.5, 000 010
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი