1915 წლის 6 ივლისის წერილით კაპიტანი შულენბურგი კონსტანტინოპოლიდან აცნობებს სამხედრო ატაშეს მოადგილეს, მაჰმუდ ფაშა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის იყო დაინტერესებული, თურქეთს ქართველთა აჯანყებაში მონაწილეობა მიეღო. მან პირობა დადო, რომ შეეცდებოდა, ქართველთა სურვილები თურქეთის წამყვანი წრეებისთვის წარედგინა.

წყარო: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის პერიოდის საიდუმლო დოკუმენტები R21013 – 3 ტ.6, 000277
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი