1915 წლის 23 ივლისის წერილით კაპიტანი ნადოლნი აცნობებს საკონსულოს მდივან ვეზენდონკს ბერლინში, რომ 1915 წლის 19 მარტს პეტროგრადის ერთ-ერთი სააგენტო იტყობინება, საქართველოში გერმანულ-თურქული ინტრიგების შესახებ. ამ ინფორმაციის გამო თბილისში ჩატარდა დიდგვაროვნების, პრესისა და პარლამენტის წარმომადგენელთა კონგრესი, რათა გაეპროტესტებინათ ეს სიცრუე.

წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის დოკუმენტები. R21014-1Bd.7, 000018
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი