1915 წლის 14 ნოემბრის წერილით სამხედრო ატაშე ლოსოვი და ქართველი მაჩაბელი კონსტანტინოპოლიდან იტყობინება ბერლინში, რომ საჭიროა ოფიცერთა კორპუსის ჩამოყალიბება: ა. რუსეთის არმიის ქართველი ოფიცრებისგან, რომლებიც ამჟამად ტყვეობაში იმყოფებიან; ბ. ქართული წარმოშობის ოფიცრებისგან, რომლებიც თურქეთის არმიაში მსახურობენ.

წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის საიდუმლო დოკუმენტები. R21016-1Bd.9. 000043
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი