1916 წლის იანვრის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი მაჩაბელმა ბერლინში გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს და ახლო აღმოსავლეთის საქმეთა რეფერატს ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკს აცნობა: მისი და ხერხეულიძის საუბრიდან გაირკვა, რომ ხერხეულიძე მიუხედავად მოძრაობის მიმართ დიდი ინტერესისა საკმარისად უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა თავს და ამიტომ თანამშრომლობა არ სურდა.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა