1916 წლის 2 მარტის მოხსენებით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი მაჩაბელმა ბერლინში კაპიტან რუდოლფ ნადოლნის, გერმანიის არმიის სახმელეთო ძალების გენერალური შტაბის პოლიტიკის სექციის უფროსს აცნობა, რომ ესტატე მაჩაბელმა თურქებთან ისევ ემისრები გაგზავნა, რათა მისი მზადყოფნა ეჩვენებინა, მაგრამ თურქებმა ისინი არ გამოიყენეს და ცნობების მიმტანები დაატუსაღეს.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა