გრიგოლ რობაქიძე ჟენევიდან 1955 წლის 6 მარტს წერილს სწერს კალისტრატე სალიას, რომელშიც აღნიშნავს, რომ ჟურნალში გამოსაცემად აირჩია ეს ადგილები: „მითოს“, „ირმის ნახტომი“, „ოქროს ვერძი“, „ამირანი: პრომეთე“, „დალი“. მისი აზრით, ბევრს მოიგებს ჟურნალი უცხოელთა თვალში. ეს ნაწილი დაიბეჭდა რუსულადაც „ლიტერატურნიი ეჟეგოდნიკ“-ში (მიუნხენში), რითიც საშუალება მიეცათ შეადარონ რუსებმა მათი მითიური შემოქმედება ჩვენსასო.

წყარო: გრიგოლ რობაქიძის პირადი არქივი | N140
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ინსტიტუტი