1916 წლის 2 მაისის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი მაჩაბელმა ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და გერმანიის სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის პოლიტიკის სექციას აცნობა, რომ ქართველის შესახებ, რომელიც გარკვეული დავალებით ჟენევიდან რუსეთში გაემგზავრა,ინფორმაცია არ გააჩნდათ, თუმცა იმედოვნებდნენ, რომ ის თავისი დანიშნულების ადგილს მიაღწევდა.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა