1916 წლის 16 მაისის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრებმა მიხეილ წერეთელმა და გიორგი კერესელიძემ ბერლინში უცნობ გერმანელ მოხელეს შეატყობინეს, რომ სამოქალაქო ტყვე სტუდენტები სვანიძე და გიორგობიანი სამხედრო ტყვე ჯარისკაცებთან ერთად ტყვეთა ბანაკში იმყოფებოდნენ. მათთვის უცნობი იყო, გიორგობიანი პოლიციამ თუ რა მიზეზით დააკავა, ხოლო სვანიძის შემთხვევაში კი გაუგებრობა მოხდა.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა