1917 წლის 8 აპრილის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი მაჩაბელმა სტოკჰოლმიდან ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკს, გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს აცნობა, რომ ბარონ როპმა კონფერენციის მომზადების წინააღმდეგ ტელეგრაფით განცხადება გააკეთა, ამ მიზეზით დოქტორი გუმერუსი საკითხის განსახილველად ბერლინში ჩასვლას აპირებდა.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა