1917 წლის 1 ივნისის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი მაჩაბელმა სტოკჰოლმიდან საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის თავმჯდომარეს პეტრე სურგულაძეს აცნობა, რომ მან თბილისიდან ფედერალისტებისგან ტელეგრამა მიიღო, ამ პარტიის ერთ წარმომადგენელს სოციალისტურ კონგრესზე ჩასვლა სურდა.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა