1918 წლის 8 ნოემბერს მარტვილის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ლავრენტი ფირცხალავამ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს დადგენილებით, მიმდინარე წლის 4 ნოემბრიდან ტომსკის უნივერსიტეტის მეორე კურსის მედიცინის განყოფილების სტუდენტი დავით ლაზარეს ძე ადამია ახალი ენების (გერმანულ-ფრანგული) და ლათინურის მასწავლებლად დროებით დაუშვეს გიმნაზიაში. დავით ადამიას საბუთები ტომსკის უნივერსიტეტში ინახებოდა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | დავით ლაზარეს ძე ადამიას პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი