1919 წლის 3 მაისის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის გრიგოლ იასონის ძე ნათაძის N103 ბრძანების თანახმად, მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი ქუთაისის პირველი გიმნაზიის გერმანული ენის შტატის მასწავლებლად დაამტკიცეს.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილის) პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი