შაბანოვა

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N20 გაზეთ „ჟ. ე“-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ გამოჩენილი ინგლისელი სუფრაჟისტი ეველინას პანკჰერსტი ივნისში ესტუმრა რუსეთს თავის თანამშრომელ, ცნობილ მუშა ქალ ანა კენთან ერთად. პანკჰერსტმა სიტყვა წარმოსთქვა მის პატივსაცემად მოწყობილ კრებაზე, რომელშიც შეეხო ომს და იმედი გამოთქვა, რომ რუსი ქალები ხელს შეუწყობენ რუსეთ-ინგლისის კავშირს და შეეწინააღმდეგებიან სეპარატიულ ზავს გერმანიასთან. მისტრის პანკჰერსტს კავშირის სახელით მიესალმა დ-რი შაბანოვა, ბელგიელი ელჩი და ქალთა განყოფილების უფროსი ბოჩკარიოვა და სხვა.

თარიღი: 01 აგვისტო, 1917 წელი
წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 24 აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
ადგილი: მოსკოვი, რუსეთი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა