ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკი

1916 წლის 31 იანვრის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრებმა გიორგი კერესელიძემ და მიხეილ წერეთელმა ბერლინში ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკს, გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს და ახლო აღმოსავლეთის საქმეთა რეფერატს თხოვნით მიმართეს, რომ წერილების კონტროლი ცენზურის მიერ იყო თუ არა გადაწყვეტილი მათ აცნობოს.

თარიღი: 31 იანვარი, 1916 წელი
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ადგილი: ბერლინი, გერმანია
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა