ისლამ აბდულაჰი

1915 წლის 4 სექტემბრის წერილით უფროსი მასწავლებელი ჰარალდ კოზაკი აცნობებს ლეგაციის მდივან ვეზენდონკს ბერლინში 5 თათრის სახელს, რომლებიც თურქეთში უნდა გაემგზავრონ: 1. ისლამ აბდულაჰი (რუსულად აბდულინი), 2. აბდულ-რაფიკ აბდულასიმ (რუსულად აბდულასიმოფი), 3. საჰირ დავლეჩა (რუსულად დავლეჩინი), 4. შაგიდულა იზატულა (რუსულად იზატულინი) , 5. ხარის ლატიფი (რუსულად ლატიფოვი). გარდა ამისა, კონსტანტინოპოლში, მეექვსე გაიგზავნება ლეიტენანტი რამაზანი (რუსულად რამაზანოვი).

თარიღი: 04 სექტემბერი, 1915 წელი
წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის დოკუმენტები. R21014-2ტ.7, 000150
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ადგილი: სტამბოლი (კონსტანტინოპოლი)
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი