ილია კიკნაძე

1916 წლის 13 მარტის მოხსენებით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი მაჩაბელმა ბერლინში კაპიტან რუდოლფ ნადოლნის, გერმანიის არმიის სახმელეთო ძალების გენერალური შტაბის პოლიტიკის სექციის უფროსს აცნობა, რომ 1916 წლის 13 მარტს, ლეიტენანტ ახალკაცთან ერთად ზაგანის ტყვეთა ბანაკს იმ შვიდ ადამიანთან კონსულტაციის გავლის მიზნით ეწვია, რომლებიც ადრე სათანამშრომლოდ მაზდყოფნას გამოხატავდნენ. პირველად შვიდი ადამიანიდან, სამთან ისაუბრეს, ესენია: 1. უნტერ-ოფიცერი პლატონ ქორქია; 2. უნტერ-ოფივცერი აკ. ქარჩავა ; 3.უნტერ-ოფიცერი ალ. ბერძენი. შემდეგ კი დანარჩენ ოთხთან: 1. მოხალისე - ილია კიკნაძე; 2. ჯარისკაცი - გიორგი მოლაშვილი; 3. ჯარისკაცი ზაქარია დაკშვილი; 4.ჯარისკაცი გიორგი სიქაძე.

თარიღი: 13 მარტი, 1916 წელი
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ადგილი: ბერლინი, გერმანია
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა