კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე

1919 წლის 24 ნოემბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ როგორც მისი მიწერილობიდან (მიმდინარე წლის 8 ნოემბერი, N11035) ჩანდა, გერმანული ენის მასწავლებელი ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი 1918 წლის 1-ლი სექტემბრიდან თანამდებობაზე დაამტკიცეს. სთხოვა, ეცნობებინა ჯამაგირი გამოეწერათ როგორც უმაღლეს თუ როგორც საშუალო დამთავრებულისთვის და როდის მიეცათ ის ჯამაგირი, რომელიც მას არ ჰქონდა აღებული. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.

თარიღი: 24 ნოემბერი, 1919 წელი
წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილის) პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ადგილი: ქუთაისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი