ვლადიმერ ლენინი (ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვი)

1917 წლის 17 აპრილს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N2 აქვეყნებს ამონარიდებს გაზეთიდან „ზემლაია ი ვოლია“, რომელიც უტაქტობას უწოდებს ბოლშევიკების ლიდერის, ლენინის საქციელს, რომელმაც ისარგებლა გერმანელების დახმარებით რუსეთში წამოსვლის დროს, ხოლო შემდეგ ომის წინააღმდეგ გაილაშრა და რევოლუციის ინიციატორად საფრანგეთისა და ინგლისის საელჩოები გამოაცხადა. ასევე, „რაბოჩაია გაზეტას“ აზრით, ლენინი ხელს უწყობს რეაქციას, და წერს, რომ გერმანიამ ლენინი თავისუფლად გაატარა თავის საზღვრებში, ხოლო ამავე დროს სამშობლოში გამომგზავრებული ემიგრანტები მისმა „პირატებმა“ გზაში დაღუპეს და მხოლოდ 5 კაცი გადარჩა.

თარიღი: 17 აპრილი, 1917 წელი
წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
ადგილი: მოსკოვი, რუსეთი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა