შედე

1916 წლის 29 მარტის ტელეგრამით გერმანიის სამხედრო ატაშემ კონსტანტინოპოლში, პოლკოვნიკმა ოტო ფონ ლოსოვმა ბერლინში სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის პოლიტიკის სექციას აცნობა (ტელეგრამა 6492-ის პასუხი): 27 მარტს ლეიტენანტმა შედემ სამსუნიდან შეატყობინა: „ მას შემდეგ, რაც ქართულმა კომიტეტმა გრაფ შულენბურგის ინიციატივით ლეო კერესელიძე ლეგიონის სარდლობიდან გადადგომისკენ აიძულა და მის ნაცვლად ლეიტენანტი შლიფაკი აირჩია, კერესელიძემ შლიფაკთან ერთად ჩამოსულ ქართველ ოფიცრებზე საკუთარი თავის სასარგებლოდ გავლენის მოხდენა შეძლო.“

თარიღი: 29 მარტი, 1916 წელი
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ადგილი: სტამბული (კონსტანტინოპოლი)
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა