ალი ფაშა

1915 წლის 22 მარტის წერილით კონსტანტინოპოლიდან მოზელი იტყობინება, რომ ქართულ-მუსულმანური მოსახლეობა იმყოფებოდა თავისი ბეის, როგორებიც იყვნენ ასლან ბეი, ქამილ ბეი, ალი ფაშას ვაჟიშვილი, გავლენის ქვეშ. ისინი ომის დაწყებისას მუშაობდნენ თურქეთის საქმეზე, მაგრამ უარი უთხრეს თურქებს და ქრისტიან ქართველებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობაზე ფიქრობდნენ.

თარიღი: 22 მარტი, 1915 წელი
წყარო: 1914 წლის ომის პერიოდის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი R21011– 1 ტ.4, 000 059-000 060-000 061
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ადგილი: სტამბული (კონსტანტინოპოლი)
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი