უზმიეფი

1915 წლის 22 მარტის წერილით კონსტანტინოპოლიდან მოზელი იტყობინება, რომ თათრებმა შექმნეს სეპარატისტული კომიტეტი დაღესტნის მოსახლეობისაგან, რომლებიც კავშირში იყვნენ თბილისის ქართულ კომიტეტთან. თათრების კომიტეტის პრეზიდენტი თავადი უზმიეფი, ადრე კავკასიის მეფისნაცვალის გენერალ-ადიუტანტი იყო. თათრების დიდი ნაწილი, ისევე როგორც დაღესტნის მთის მოსახლეობა, შეიარაღებული იყვნენ.

თარიღი: 22 მარტი, 1915 წელი
წყარო: 1914 წლის ომის პერიოდის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი R21011– 1 ტ.4, 000 059-000 060-000 061
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ადგილი: სტამბული (კონსტანტინოპოლი)
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი