ვილჰელმ გოლცი

1915 წლის 30 აპრილის ტელეგრამით გერმანიის ელჩი კონსტანტინოპოლში ვანგენჰაიმი აცნობებს კაპიტან ნადოლნის, რომ გენერალ-ლეიტენანტ ენვერ ფაშას ფელდმარშალ გოლცთან შეთანხმებით, მიაჩნია, რომ ამირ ასლან ხანის მიერ დაგეგმილი აჯანყება მთლიანად თურქეთის სამხედრო მოქმედების ინტერესშია.

თარიღი: 30 აპრილი, 1915 წელი
წყარო: 1914 წლის ომის პერიოდის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი R21012– 2ტ.5, 000 173
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ადგილი: სტამბული (კონსტანტინოპოლი)
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი