ალექსანდრე (სანდრო) ილიას ძე შანშიაშვილი

1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა არტურ ლაისტმა, რომ დახმარება დაენიშნათ ახალგაზრდა პოეტ ალექსანდრე შანშიაშვილისთვის, რომელიც ცხოვრობდა ბერნში და სწავლობდა გერმანულ ენას. მისივე გადმოცემით შანშიაშვილს სურდა გერმანულ ენაზე დაწერილი პოეზიის თარგმნა ქართულად. გამგეობას ლაისტის თხოვნა არ განუხილავს.

თარიღი: 02 აპრილი, 1912 წელი
წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 1912 წლის სხდომის ოქმები
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი