საერთაშორისო კონფერენცია

ქართველთა კულტურული კვალი გერმანიაში

2018 წლის 4-5 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ქართულ-გერმანული ურთიერთობების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია: „ქართველთა კულტურლი კვალი გერმანიაში“. კონფერენციის მიზანია, შეაჯამოს, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს განსახილველად წარუდგინოს 2015-2018 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული ამავე სახელწოდების კვლევითი პროექტის შედეგები. პროექტი დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. კონფერენციის თანაორგანიზატორია რეგენსბურგის აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტი.



...


კონფერენციის პროგრამა

ხუთშაბათი, 4 ოქტომბერი 2018
09:30 მონაწილეთა რეგისტრაცია/ყავა
10:00 კონფერენციის გახსნა
პროფესორი გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
პროფესორი გიდო ჰაუსმანი, რეგენსბურგის აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი
გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი
10:30 „ქართველთა კულტურული კვალი გერმანიაში“ პროექტისა და მონაცემთა ბაზის პრეზენტაცია
პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, პროექტის ხელმძღვანელი
თამარ კალხიტაშვილი, პროექტის მონაწილე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
I სესია
ქართველები გერმანიაში - კვლევის შედეგები

11:00 მეფე ერეკლე მეორე პოცდამში - გიორგი ქავთარაძე (ილიას უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, პროექტის მონაწილე)
11:30 ქართველი სტუდენტები გერმანიაში მეოცე საუკუნის დასაწყისში - პროფ. ოლივერ რაისნერი, პროექტის კოორდინატორი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
12:00 ნარკვევი ქართულ-გერმანული ლიტერატურის ისტორიაში - პროფ. ლევან ცაგარელი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
12:30 – 13:30 სადილი
II სესია
გერმანელი მკვლევრები საქართველოსა და კავკასიაში

მოდერატორი გიდო ჰაუსმანი
13:30 კონსტანტინეპოლში ძმები ათაბაგებისა და სოლომონ შვაიგერის მოგზაურობის მნიშვნელობა ქართული კულტურისთვის - ნუგზარ პაპუაშვილი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი)
14:00 თავგადასავალსა და მეცნიერებას შორის - მეცხრამეტე საუკუნის გერმანელი მოგზაურები საქართველოში - პროფ. იორგ შტადელბაუერი (ფრაიბურგის უნივერსიტეტი)
14:30 ჰაინრიხ თეოდორ ველე და საქართველო - ქართულ-გერმანული თანამშრომლობის გამოცდილება - დალი კანდელაკი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ეკატერინე რაისნერი, დამოუკიდებელი მკვლევარი
15:00 – 15:30 შესვენება (ყავა, ჩაი)
III სესია
გერმანულ-ქართული ურთიერთობები

მოდერატორი: ლევან ცაგარელი
15:30 გრიგოლ ფერაძის სამეცნიერო მოღვაწეობისათვის გერმანიაში - თამარ ჭუმბურიძე (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი)
16:00 ქართულ-გერმანული თანამშრომლობა გერმანისტიკაში - მანანა პაიჭაძე, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
16:30 რუსეთის იმპერიის კოლონიური რეჟიმის შესახებ: საქართველოს მაგალითი - მიხეილ ხოდარკოვსკი, ლოიოლას უნივერსიტეტი, ჩიკაგო
17:15 კონფერენციის პირველი დღის შეჯამება
17:30 შესვენება (ყავა, ჩაი) და გამგზავრება გოეთეს ინსტიტუტში დაგეგმილ ღონისძიებაზე

პარასკევი, 5 ოქტომბერი
IV სესია
ქართულ-გერმანული სამეცნიერო ურთიერთობები

მოდერატორი ნინო დობორჯგინიძე
09:30 საქართველოში სტალინური რეპრესიების კვლევაში თანამშრომლობის გამოცდილება (Volkswagen-ის ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტი) - დავით ჯიშკარიანი (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია)
10:00 ქრისტიანობის განვითარების განსხვავებული გზები საქართველოსა და გერმანიაში, დიალოგის შესაძლებლობები - დოქტორი ჰანს-იოაჰიმ კიდერლენი, საქართველოში ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსი
10:30 – 11:00 დისკუსია
V სესია
კავკასიოლოგიის, როგორც სამეცნიერო დარგის შესახებ გერმანიასა და საქართველიოში

მოდერატორი ოლივერ რაისნერი
11:15 რეგიონული კვლევევის მომავალი: ასეთი არამყარი და მრავალმნიშვნელოვანი, როგორც კავკასიის რეგიონი? - პროფ. შტეფან კურცმანი, ბომნის უნივერსიტეტი
11:45 კავკასია და საქართველო თანამედროვე გერმანულ სამეცნიერო ლანდშაფტში - პროფესორი გიდო ჰაუსმანი, რეგენსბურგის აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტი
12:15 პანელური დისკუსია: პოლიტიკური ფონდების როლი სამეცნიერო თანამშრომლობაში
მოდერატორი ოლივერ რაისნერი
დოქტორი თომას შრაპელი, კონრად ადენაუერის ფონდი
ფელიქს ჰეტი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ნინო ლეჟავა, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი
13:45 სადილი
15:00 ექსკურსია ბოლნისში - კატერინენფელდში. გერმანული კვარტლისა და რეგიონული მუზეუმის დათვალიერება.
ნესტან თათარაშვილის წიგნის პრეზენტაცია: გერმანული არქიტექტურული მემკვიდრეობა საქართველოში
19:30 ვახშამი