პუბლიკაციები

საქართველო-გერმანიის კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობის ისტორიიდან: უფლისწული ერეკლე ბერლინში

Abstract
Georgian kings and princes were trying to establish ties, and to develop relationships with European monarchies. In times of cultural, religious, demographic crisis, the Catholic missions sent by the Pope, and Russian ambassadors hold out hope to the Bagrations. In Such circumstances, Georgians became closer to Europeans. The Capuchins, the Theatines, Jesuit monks were honored guests and members of the royal retinue in the Georgian Kingdoms-Princedoms. Thanks to them, in XVII—XVIII centuries, were brought up such Georgians thinkers as: Vakhushti Batonishvili, Beri Egnatashvili, Sulkhan-Saba Orbeliani, Vakhtang VI, Teimuraz II, daughter of Vakhtang VI, Tamar (mother of King Erekle II), etc. In addition, at the royal courts of Russia and Persia, it became fashionable to send their Princes to Europe, in order to get an education. The best example of this is Peter the Great and Nader Shah's son - known as Baron Semlin. From XVIII century, in the history of Georgian-German relations, there are authentic sources about Georgians' stay in Germany. Among the sources, if taking them chronologically, the oldest is about military education of Prince Erekle The following sources are about visits of other Georgian Princes to Germany. The next sources tell about the military campaign of Georgian Hussars regiment, in whose ranks poet Davit Guramishvili was fighting. Among the above-mentioned sources, in the Georgian historiography. the issue of Davit Guramishvili has been well researched, but the same cannot be said of King Erekle II. Keywords: Germany, European Civilization, German-Georgian relations.

XVIII საუკუნემდე გერმანიაში ქართველთა მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია ბურუსით არის მოცული. ადრეულ ახალ პერიოდში ევროპული რენესანსის განვითარების პარალელურად ქართულმა კულტურამ და ცივილიზაციამ სტაგნაცია განიცადა. ერთიანი ქართული სამეფოს დაშლის შემდეგ პატარა სამეფო-სამთავროები წარმოიშვა, რაც კავკასიის რეგიონის სამხრეთით აგრესორი სახელმწიფოების გავლენის სფეროების გაფართოების ობიექტად იქცნენ. ისლამური იმპერიების გაბატონებამ კავკასიის ქრისტიანები სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. ქართველი მეფე-მთავრები ევროპის მონარქებთან კავშირ-ურთიერთობების დამყარებისათვის ძალ-ღონეს არ იშურებდნენ. კულტურული, რელიგიური, დემოგრაფიული კრიზისის პირობებში ბაგრატიონები იმედის თვალით შეჰყურებდნენ რომის პაპის მიერ გამოგზავნილ კათილოკურ მისიებსა და რუსეთის სამეფოების ელჩობებს. ასეთ პირობებში ქართველები ევროპელებს უფრო დაუახლოვდნენ. კაპუცინი, თეატინელი, იეზუიტი ბერები ქართველ მეფე-მთავრების სამეფო კარის საპატიო სტუმრებად და ამალის წევრებად იქცნენ. მათი წყალობით XVII-XVIII საუკუნეებში აღიზარდნენ ისეთი მოაზროვნე ქართველები, როგორებიც იყვნენ: ვახუშტი ბატონიშვილი, ბერი ეგნატაშვილი, სულხან-საბა ორბელიანი, ვახტანგ VI, თეიმურაზი II, ვახტანგის ასული თამარი (ერეკლე მეორის დედა) და სხვა. სწორედ, ვახტანგ VI-ის სამეფო კარზე თავი მოიყარა ევროპული დონის ბევრმა განსწავლულმა პიროვნებამ. ქართლის სამეფოში ქართველთა გეოგრაფიული თვალსაწიერი თანდათან იზრდებოდა, მათთვის ევროპისა და ევროპული სახელმწიფოების შესახებ უფრო მეტი ცოდნა დაგროვდა. ამ თვალსაზრისით, ქართულ სამოგზაურო ლიტერატურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია, ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის მიერ 1713 წელს საფრანგეთში გაგზავნილ დიპლომატიურ მისიას სულხან-საბა ორბელიანის ხელმძღვანელობით. ქართველმა მეიგავემ, ლექსიკოლოგმა, დიპლომატმა, სასულიერო პირმა ზედმიწევნით აღწერა თბილისიდან პარიზში მოგზაურობის თავგადასავალი". სულხან-საბა ორბელიანმა შავი და ხმელთაშუა ზღვების გავლით შემოიარა ოსმალეთის იმპერია, იტალია და საფრანგეთი. მოინახულა სტამბული, რომი, მარსელი, პარიზი და სხვა ქალაქები. თუმცა, ქართველი მოგზაურის მარშუტში თანამედროვე გერმანიის ტერიტორია არ მოხვდა. 1716 წელს სამშობლოში დაბრუნებულმა სულხან-საბამ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ჩამოიტანა ევროპული ცივილიზაციის შესახებ. გარდა ამისა, რუსეთისა და სპარსეთის სამეფო კარზე მოდაში შემოვიდა, განათლების მისაღებად უფლისწულების ევროპაში გაგზავნა. ამის საუკეთესო მაგალითებია: პეტრე პირველი და ბარონ სემლინის სახელით ცნობილი ნადირ შაჰის ვაჟი. | XVIII საუკუნიდან გერმანულ-ქართული ურთიერთობის ისტორიაში, უკვე მოგვეპოვება ავთენტური წყაროები ქართველების გერმანიაში ყოფნის შესახებ. მათშორის,ქრონოლოგიურადყველაზე ძველიუფლისწულერეკლეს სამხედრო განათლების მიღებას უკავშირდება. შემდეგ სხვა ქართველი უფლისწულების სტუმრობას. მოგვიანებით ქართველ ჰუსართა პოლკის ლაშქრობას, რომლის რიგებშიც პოეტი დავით გურამიშვილი იბრძოდა. ამ ჩამონათვალიდან დავით გურამიშვილის შესახებ საკითხი ქართულ ისტორიოგრაფიაში კარგადაა შესწავლილი2, რასაც ვერ ვიტყვით ერეკლე მეორის შესახებ. ამიტომ, ამ ეტაპზე ჩვენი ყურადღება ამ უკანასკნელი პიროვნების გერმანიაში მოღვაწეობის შესახებ საკითხის შესწავლაზეა კონცენტრირებული. | ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II დასავლურ და მათ შორის, გერმანულ ლიტერატურაში „პრინც ჰერაკლეს“ (Prinz Heraclius (პრინც ჰერაკლიუს]) 1 ორბელიანი 1940: სულხან-საბა ორბელიანი, მოგზაურობა ევროპაში, სოლომონ იორდანაშვილისეული პირველი გამოცემა, თბილისი, 1940 2 ასათიანი 1949: ლევან ასათიანი, დავით გურამიშვილი - პრუსიელებთან ომის მონაწილე, ქართული მწერლობა, თბილისი, 1949, გვ. 285-293.; ყუბანეიშვილი 1955: ს. ყუბანეიშვილი, დავით გურამიშვილი ქართველ ჰუსართა პოლკში, თბილისი, 1955. სახელით არის ცნობილი, რაც ბერძნული მითოლოგიის ღვთაებრივ გმირის სახელს უკავშირდება. მამამისის ქართლის მეფე თეიმურაზ II-ის სიცოცხლეში უფლისწულმა ერეკლემ სახელი გაითქვა, როგორც ქრისტიანობისათვის კავკასიაში მებრძოლმა მხედართმთავარმა. მის ბრძოლებს დიდი რეზონანსი ჰქონდა მაშინდელ პრესასა და ლიტერატურაში. მოგვიანებით, თეიმურაზის გარდაცვალების შემდეგ, როცა ერეკლემ ქართლ-კახეთი ერთ სამეფოდ გააერთიანა, მისი სახელი „პრინცი ჰერაკლე“ (უფლისწული ერეკლე კიდევ უფრო ხშირად ჟღერდა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ ენებზე დაწერილ საგაზეთო სტატიებსა და ლიტერატურაში. ერეკლეს საგმირო ცნობებს შორის, არის ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი, რაც ქართულ ისტორიულ წყაროებში არ მოგვეპოვება - საქმე ეხება ერეკლეს ევროპაში გამგზავრებას და გარკვეული დროით მოღვაწეობას. | გერმანულ პრესასა და ლიტერატურაში გაჩნდა ცნობა, რომ უფლისწულმა ერეკლემ ახალგაზრდობაში განათლება მიიღო ბერლინში. ეს ცნობა ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად მამია დუმბაძესთან გვხვდება. თუმცა, ავტორი მხოლოდ ფაქტს ასახელებს და ამ ცნობის წყაროდ სომეხ ისტორიკოსს ა. იოანისიანს იმოწმებს. | გერმანელი ფილოლოგი შტეფი ხოტივარი-იუნგერი თავის პოპულარულ ნაშრომს „ქართველები ბერლინში“ იწყებს ერეკლე მეორით, 1767 წელს ბერლინში გამოცემული გაზეთის ცნობით, სადაც წარმოდგენილია ჭორად გავრცელებული ამბავი ქართველი მეფის ევროპაში ინკოგნიტოდ მოგზაურობაზე. გერმანელ მეცნიერს ამ ცნობის ქვესათაურად აღნიშნული აქვს „პირველი ქართველის (დაუზუსტებელი) სტუმრობა ბერლინში“2. — ქართველმა ფილოლოგმა ელენე გოგიაშვილმა შეისწავლა ნაშრომი „Kurze Geschichte des Prinzen Heraclius Und des gegenwärtigen Zustandes von Georgien“ და აღნიშნა: „ვფიქრობ, ცნობა ერეკლე მეორის ევროპაში ყოფნის შესახებ, რაოდენ არაზუსტიც არ უნდა იყოს იგი, მაინც დიდი მნიშვნელობისაა მე-18 საუკუნის საზოგადოებრივი აზრის ისტორიის კვლევისას. გერმანელი ავტორის მიერ ევროპული განათლების აქცენტირება ერეკლე მეორის უპირატესობის საჩვენებლად არის გამოყენებული აღმოსავლეთის სხვა მმართველების საპირისპიროდ“4. - რატომ მიიჩნევს ნაშრომის ავტორი გერმანულ პირველწყაროს არაზუსტად? სტატიაში არ არის ახსნილი. ასევე, ერეკლე მეორის შესახებ გერმანულ პირველწყაროში არსად არ არის აღნიშნული, ქართველი უფლისწულის შეპირისპირება რომელიმე აღმოსავლელ მმართველთან. შესაბამისად, დასკვნაც გაუგებარია. ფაქტს განსხვავებული ისტორიული ცნობებით ინტერპრეტირებენ. პირველი ავტორი, რომელიც პროფესიით ისტორიკოსი იყო გერმანულ წყაროებს არ იცნობდა და შესაბამისად სომხურ ისტორიოგრაფიაში გავრცელებული ფაქტი გამოიყენა, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე. თანამედროვე ქალბატონი მკვლევარები კი, პროფესიით ფილოლოგები არიან და მათ საკითხის შესწავლა ისტორიული, წყაროთმცოდნეობითი კვლევის მეთოდოლოგიით არ უწარმოებიათ. ქალბატონი შტეფი არ იყენებს ჰერმან ჰაინრიქსის ნაშრომს, ხოლო ქალბატონი ელენე სხვა დამატებთ არც გერმანულ და არც ქართულ ისტორიულ წყაროებს. | ერეკლე II-ის დროინდელი თანამედროვე გერმანულენოვანი საისტორიო ნაშრომის „პრინცი ჰერაკლესა დასაქართველოს თანამედროვე მდგომარეობის მოკლე ისტორიის“ გამომცემლად მიჩნეულია ჰერმან ჰენრიქსი. თუმცა, ამ პიროვნების ვინაობა, არც გერმანულ და არც ქართულ ისტორიოგრაფიაში გარკვეული არ არის. თვად ნაშრომის შესავალში გამომცემელი აღნიშნავს, რომ ერკლე მეორის შესახებ ნაშრომის ავტორი არის გრაფი იეკა, რომელიც ცნობილია ელიას ჰაბესკის საავტორო სახელით. ამ უკანასკნელ ფსევდონიმის ქვეშ კი, როგორც გერმანულ და ისე ქართულ ისტორიოგრაფიაში მიჩნეულია „იაკობ რაინეგსი“3. ის, ვინც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერეკლე მეორის სამეფო კარზე მაღალ თანამდებობებზე მსახურობდა. შესაბამისად, ეს ცნობა ერეკლე მეორის გერმანიაში ყოფნის შესახებ ავთენტურია. გარდა ამისა, როგორც ნაშრომშია აღნიშნული უფლისწულმა ერეკლემ სამხედრო განათლება ევროპაში, კერძოდ გერმანიაში მიიღო. ამ აზრის გასამყარებლად, შეიძლება კიდევ ორი მთავარი არგუმენტის დასახელება: 1. ერეკლემ თავისი მმართველობის პერიოდში მთელი რიგი ევროპული რეფორმები გაატარა; 2. ქართლ-კახეთში და საერთოდ კავკასიაში გაბატონებული იმპერიების მმართველი წრეების ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტუალური გახდა ევროპაში განათლების მიღება, განსაკუთრებით რუსეთის იმპერატორ პეტრე დიდიდან მოყოლებული და ამ მოდას თეიმურაზ II-ის ვაჟიც არ უნდა ჩამორჩენოდა. | ამჯერად, ჩვენი კვლევის მთავარ საკითხს შეადგენს, არა ის, იყო თუ არა ერეკლე გარკვეული დროით ევროპაში. არამედ, როდის, რა პერიოდში გაემგზავრა ერეკლე ბერლინის სამხედრო სასწავლებელში განათლების მისაღებად? - სამწუხაროდ, გერმანელი ავტორი ამის შესახებ, პირდაპირ ცნობას არ გვაწვდის. ამიტომ, საკითხის გარკვევა ტექსტში მოტანილი ცნობის კონტექსტში უნდა ვეძებოთ. | საკითხის გასარკვევად გერმანელი ავტორი ორ მნიშვნელოვან ფაქტს ასახელებს: 1. ერეკლემ ახალგაზრდობაშივე იმოგზაურა ევროპაში: „უფლისწულს [ერეკლეს - გ.ქ.), რომელსაც დაბადებიდან გამოყვა დიდი გეგმებისათვის გონიერება, სიბრძნით მოთოკილი დაუდგრომლობა და სიმკვირცხლე, გამჭრიახი ჭკუა და უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა, ძლიერი აღნაგობა და მტკიცე ჯანმრთელობა, ადრეულ ახალგაზრდობიდანვე გრძნობდა, რომ საქართველოში მისი ნიჭიერებას, გონებასა და გამბედაობას ფართო შესაძლებლობის საზრდო ვერ მიეცემოდა. მამამისი [თეიმურაზ II — გ.ქ.] ნაკლებად ზრუნავდა მის განათლებაზე და ამჯობინებდა დღეები უსაქმურობასა და გარყვნილებაში გაეტარებინა. ამიტომაც გადაწყვიტა გამგზავრებულიყო ევროპაში და იქ ყველა შესაძლო ცოდნა მიეღო. განსაკუთრებული ყურადღება სხვადასხვა ერების მართველობის ფორმებს მიაქცია და გაეცნო საშუალებებს, რითაც ტახტს გაიმყარებდა. ამის შემდეგ დრო სამხედრო მეცნიერებას დაუთმო. ამრიგად უკმაყოფილომ, ამ საქმეში თეორიული ცოდნის შესაძენად, ინკოგნიტოდ მიაშურა ბერლინს და რიგით ჯარისკაცად დაიწყო მსახური, იმ მიზნით, რომ პრუსიულ სკოლაში, რომელიც მას საუკეთესოდ მიაჩნდა, დაბალი სამხედრო წოდებისათვის საჭირო მოვალეობები პრაქტიკულად შეეთვისებინა“. | 2. უფლისწულმა ერეკლემ მონაწილეობა მიიღო პრუსიის მეფე ფრიდრიხ დიდის ბრძოლებში ავსტრია-უნგრეთის დედოფლის მარიატერეზიას წინააღმდეგ: „მისი ერეკლეს - გ.ქ.] ქცევა როგორც გარნიზონში, ასევე ლაშრობებში, რომელსაც პრუსიის მეფე [ფრიდრიხ დიდი - გ.ქ.] მარია ტერეზიას წინააღმდეგ აწყობდა, ისეთი სამაგალითო იყო, რომ იგი მაღალ წოდებაზე წარადგინეს და ბოლოს მეფემ ინფანტერიის მხედართმთავრდად დანიშნა. რის შემდეგაც ქართველმა უფლისწულმა მეფეს საკუთარი ვინაობა გაუმხილა, რომელიც მის მიმართ პატივისცემისა და თავაზიანობის გამოხატვას არ იშურებდა. ერეკლემ - გ.ქ.] ცოტა ხანში სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა: მას შემდეგ, რაც შეიმუშავა მისი ქართლ-კახეთის სამეფოს -გ.ქ.] სრული რეფორმირების გეგმა და ელოდა მხოლოდ ხელსაყრელ გარემოებას მის განსახორციელებლად“2. თუ ზემოთ მოყვანილ ცნობებს გავაანალიზებთ, მაშინ ძნელი გასარკვევი არ იქნება ერეკლე ევროპაში მოგზაურობის პერიოდი. ისტორიაში ცნობილია ფრიდრიხ დიდსა და მარია ტერეზიას შორის წარმოებული ორი ხანგრძლივი ომი სილეზიის ტერიტორიაზე გავლენის მოსაპოვებლად. პირველი სილეზიის ბრძოლები 1740-1742 წლებში მიმდინარეობდა. მეორე სილეზიის ბრძოლები 1745-1747 წლებში. გამორიცხვის მეთოდით თუ ვიმსჯელებთ, მეორე სილეზიის ბრძოლის პერიოდში ერეკლე საქართველოში იმყოფებოდა და ამის შესახებ ერეკლეს თანამედროვე ქართველი ისტორიკოსები გვაწვდიან ცნობებს. შესაბამისად, ეს პერიოდი ერეკლეს ევროპაში მოგზაურობის უნდა გამოვრიცხოთ. ხოლო პირველი სილეზიის ბრძოლის დროს ერეკლეს შესახებ ქართული წყაროები დუმან. მეტიც, როცა ნადრ შაჰმა უფლისწული ინდოეთში წაიყვანა სალაშქროდ და შემდეგ უკან დაბრუნდა 1739 წელს, ის ჯერ კიდევ 18-19 წლის ახალგაზრდა იყო. ამ პერიოდიდან 1742 წლამდე ერეკლე საქართველოში არ ჩანს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველი უფლისწული პირველი სილეზიის ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას ფრიდრიხ დიდის ჯარში მარია ტერეზიას წინააღმდეგ. - მართალია, ქართულ საისტორიო წყაროებში არ არის დაცული ინფორმაცია ერეკლეს ევროპული განათლების შესახებ, მაგრამ ამ ცნობებს არც გამორიცხავენ. ეს ფაქტი, რომ ქართველი გმირი მეფის შესახებ ორ მნიშვნელოვან საისტორიო თხზულებაში: პირველი- პაპუნა ორბელიანის „ამბავი ქართლისანი“1 და მეორე - „მეფობა ირაკლი მეორისა“? არაფერია ნათქვამი ერეკლეს ევროპაში მოგზაურობის შესახებ, არც არის გასაკვირი, რადგან ქართველი უფლისწული ევროპაში საიდუმლოდ, „ინკოგნიტოდ“ გაემგზავრა და ამის შესახებ არ უნდა ცოდნოდა კავკასიაში გაბატონებულ პოლიტიკურ ძალებს. აქვე, აღსანიშნავია, რომ ერეკლემდე სულხან-საბა ორბელიანის „ევროპაში მოგზაურობაზეც“, მის დიპლომატიურ მისიას საფრანგეთის სამეფო კარზე, ქართული საისტორიო წყარო ტერმინ „გაიპარას“ იყენებს. არეულ ახალ დროში მუსლიმანური იმპერიების გავლით ევროპაში გამგზავრება არ იყო ადვილი საქმე. ეს გარდა ეკონომიკურ, პოლიტიკურ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ზემოთ დასახელებული ერეკლე II-ის შესახებ ორივე ნარატივი სამეფო კარის ისტორიოგრაფიას განეკუთვნება: პაპუნა ორბელიანი ერეკლეს ახალგაზრდობაზე თითქმის არაფერს წერს. პირველად ავტორი ერეკლეს ასახელებს 1745 წელს, როცა ერეკლემ ნადრი შაჰისაგან კახეთის მეფობა მიიღო. შემდგომ პერიოდშიც იშვიათად იხსენიებს. მეორე საისტორიო წყარო ძირითადად ერეკლეს სამხედრო ისტორიას აღწერს. ორივე ნაშრომი ერეკლეს ბიოგრაფიისათვის, არც თუ ისე ბევრ ინფორმაციის შემცველია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერეკლე მეორის გარდაცვალების შემდეგ მის მეგობარს, დიპლომატსა და სამართალმცოდნეს სოლომონ ლეონიძეს გამოსათხოვარ სიტყვაში შემთხვევით არ აღუნიშნავს ფრიდრიხ დიდის სიტყვები: „პრუსის მეფემ ფიდერიკოს თეთრზედ დაეწერა: ევროპაში მე ვარო, და აზიაში ღერკულეს უძლეველი საქართველოს გიორგიანთ მეფეო“3. რაც, თავისთავად მიუთითებს უკვე არსებულ ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე. დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ ერეკლე მეორის თანამედროვე გერმანული საისტორიო თხზულება არის ავთენტური დოკუმენტი, რომელიც ქართველი გმირი მეფის ბიოგრაფიის შესახებ შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ცნობებს, რაც არ მოგვეპოვება ქართულ საისტორიო წყაროებში. ამდენად, ეს ცნობები ამდიდრებს, როგორც ერეკლე II-ის პიროვნების, ისე XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიის შესწავლის საქმეს.

გამოყენებული ლიტერატურა

ასათიანი 1949: ლევან ასათიანი, დავით გურამიშვილი - პრუსიელებთან ომის მონაწილე, ქართული მწერლობა, თბილისი, 1949.
გოგიაშვილი 2008: ელენე გოგიაშვილი, „შორეული ქვეყნის“ მმართველის შეფასება მე-18 საუკუნის გერმანულ სამოგზაურო ლიტერატურაში: ერეკლე II, მესხეთი X, თბილისი 2008.
დუმბაძე 1973: მამია დუმბაძე, ქართლ-კახეთის საგარეო და საშინაო ვითარება XVIII ს. 60-იანი წლებში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი 4, თბილისი, 1973.
კანდელაკი, რაისნერი 2008: დალი კანდელაკი, ე. რაისნერი, პრინც ერეკლეს ცხოვრება და დღევანდელი საქართველოს მოკლე ისტორია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის II სამეცნიერო კონფერენცია მიძღვნილი შალვა ნუცუბიძის 120 წლის იუბილესადმი, მასალები, თბილისი, 2008.
ორბელიანი 1981: პაპუნა ორბელიანი, ამბავი ქართლისანი, ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ე. ცაგარეიშვილმა, თბილისი, 1981.
ორბელიანი 1940: სულხან-საბა ორბელიანი, მოგზაურობა ევროპაში, სოლომონ იორდანაშვილისეული პირველი გამოცემა, თბილისი, 1940.
ყუბანეიშვილი 1955: ს. ყუბანეიშვილი, დავით გურამიშვილი ქართველ ჰუსართა პოლკში, თბილისი, 1955.
ხერხეულიძე 1989: ომან ხერხეულიძე, მეფობა ირაკლი მეორისა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ლელა მიქიაშვილმა, თბილისი, 1989.
ხოტივარი-იუნგერი 2001: შტეფი ხოტივარი-იუნგერი, ქართველები ბერლინში, თბილისი, 2001.
Heinrichs 1793: Herman Heinrichs, Kurze Geschichte des Prinzen Heraclius Und des gegenwärtigen Zustandes von Georgien, Flensburg und Leipzig in der Kortenschen Buchhandlung, 1793. Rohrbacher 2008: Heinrich Rohrbacher Georgien: Bibliographie des deutschsprachigen Schriftfums, Wiesbaden, 2008.