რაჟდენ მძინარიშვილი

1915 წლის 20 დეკემბრის წერილით კაპიტანი ჰარალდ კოზაკი ატყობინებს ლეგაციის მდივან ვეზენდონკს ბერლინში, რომ მან ცოსენ-ინბერგეს ბანაკიდან 5 ქართველი ოფიცერი და მხოლოდ 3 ქართველი უმცროსი ოფიცერი გადაიყვანა ბერლინში და ისინი სასტუმროში დააბინავა, მას შემდეგ რაც ყველა მათგანი სამოქალაქო ტანსაცმლით უზრუნველვყო. მათი სახელებია: 1. რაჟდენ მძინარიშვილი, ფსევდონიმი(ლადო ახალკაცი) 2. ვლადიმერ ლორთქიფანიძე, ფსევდონიმი (ირაკლი მერკვილაძე) 3. შალვა ოქროპირიძე, ფსევდონიმი (გიორგი დისეველი) 4. პორფირ გვიშიანი, ფსევდონიმი (არჩილ ინგიურიძე) 5. ელიზბარ კიკნაძე, ფსევდონიმი (ლეონ ბეღელაშვილი) 6. დათიკო ტატიშვილი, ფსევდონიმი (ვანო მარანელი) 7. შალვა წერეთელი, ფსევდონიმი (გიორგი ჩახრუხაძე) 8. იოსებ ჭანტურაშვილი, ფსევდონიმი (პავლე სურვილაძე)

თარიღი: 20 დეკემბერი, 1915 წელი
წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის საიდუმლო დოკუმენტები. R21016-2Bd.9. 000127-000128
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ადგილი: ცოსენი, გერმანია
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი