ნესტორ მაღალაშვილი (მაღალოვი), მურად ბეი

1917 წლის 22 მარტის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა და ქართული ლეგიონის ოფიცერმა, მურად ბეი (ნესტორ) მაღალაშვილმა კონსტანტინოპოლიდან გრაფ შულრენბურგს აცნობა, რომ როდესაც ლეგიონი დაიშალა, გერმანიის მთავრობამ ლეგიონის ყველა ოფიცერს პირობა მისცა, საკუთარი სურვილის მიხედვით აერჩიათ, თურქეთში დარჩენა თუ გერმანიაში გამგზავრება.

თარიღი: 22 მარტი, 1917 წელი
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ადგილი: სტამბოლი (კონსტანტინოპოლი)
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა