რაფაელ ნიჟარაძე
1916 წლის 14 იანვრის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრებმა მიხეილ წერეთელმა და გიორგი კერესელიძემ ბერლინში ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკს, გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს და ახლო აღმოსავლეთის საქმეთა რეფერატს შეატყობინეს, რადგან რაფაელ ნიჟარაძემ და ალექსი ანჯაფარიძემ მათთან სათანამშრომლოდ მზადყოფნა გამოხატეს, ორივენი პოლიციის ზედამხედველობიდან გაენთავისუფლებინათ და ბერლინის წითელი ჯვრის სანიტარული სამსახურის ცნობა მიეცათ.
თარიღი: 14 იანვარი, 1916 წელიწყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ადგილი: ბერლინი, გერმანია
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა