ყაზბეგი

1916 წლის 13 მარტის მოხსენებით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი მაჩაბელმა ბერლინში კაპიტან რუდოლფ ნადოლნის, გერმანიის არმიის სახმელეთო ძალების გენერალური შტაბის პოლიტიკის სექციის უფროსს შეატყობინა, რომ ის მოხალისე ყაზბეგს ესაუბრა, რომელიც განათლებისა და გონებრივი განვითარების საკითხში ბევრად უფრო მაღლა იდგა , ვიდრე სხვა ჯარისკაცები. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, მან მეგობარ ტყვეთა შორის პროპაგანდის გასაწევად თანხმობა განაცხადა.

თარიღი: 13 მარტი, 1916 წელი
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ადგილი: ბერლინი, გერმანია
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა