ვოლდემარ ფონ უქსკული

1917 წლის 10 აპრილის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი მაჩაბელმა სტოკჰოლმიდან ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკს, გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს აცნობა, რომ მას ბატონმა უქსკულმა შეატყობინა, გერმანიის სამხედრო ატაშეს, ფონ გუსეს აგენტს, მისი გაცნობა და რუსეთის მდგომარეობაზე საუბარი სურდა.

თარიღი: 10 აპრილი, 1917 წელი
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ადგილი: სტოკჰოლმი, შვედეთი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა