სერგო ლაბაძე

1917 წლის 7 მაისის მოხსენებით ქართული ლეგიონის ყოფილმა მეთაურმა, თადარიგის კაპიტანმა შულენბურგმა გენერალ ოტო ფონ ლოსოვს,კონსტანტინოპოლში გერმანიის იმპერიის სამხედრო ატაშეს აცნობა, რომ კონსტანტინოპოლში ქართველი ობერ-ლეიტენანტი სერგო ლაბაძე და 13 ქართველი ჯარისკაცი იმყოფებოდა, რომელთაგან 6 ქართული კომიტეტის მიერ იზმიდში გაიგზავნა, ხოლო 6 იტალიურ ჰოსპიტალში. ობერ-ლეიტენანტი ლაბაძე კი შემდგომ განკარგულებამდე იქ უნდა დარჩენილიყო.

თარიღი: 07 მაისი, 1917 წელი
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ადგილი: ბერლინი, გერმანია
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა