ალექსანდრე ცაგურიშვილი

1917 წლის 7 მაისის მოხსენებით ქართული ლეგიონის ყოფილმა მეთაურმა, თადარიგის კაპიტანმა შულენბურგმა გენერალ ოტო ფონ ლოსოვს, კონსტანტინოპოლში გერმანიის იმპერიის სამხედრო ატაშეს შეატყობინა, რომ ქართველი ოფიცრების სერგო ლაბაძის, ვანო წერეთლისა და ალექსანდრე ცაგურიშვილის ოჯახები კონსტანტინოპოლში იმყოფებოდნენ.

თარიღი: 07 მაისი, 1917 წელი
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ადგილი: სტამბოლი (კონსტანტინოპოლი)
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა