ი. ლვოვი

გოლოვინის პროსპექტზე №10-ში გაიხსნა ახალი თეატრი „არგონავტების ნავი“. ლამაზად მორთულ დარბაზში თავი მოეყარათ ქართველ მწერლებს, პოეტებს, ეროვნულ საბჭოს წევრთ და რუს მხატვრებს. იყვნენ პოეტი გოროდეცკი, კომპოზიტორი პროფ. ჩერეპნინი, გერმანული მისიის წარმომადგენელნი და სხ. თეატრის სახელით მწერალი ლვოვი მიესალმა დამსწრეთ და გააცნო მიზანი ჯგუფისა, რომელმაც ითავა ამ საქმის მოწყობა; მათი მიზანია მოაწყონ ისეთი კუთხე, სადაც შეიკრიბებიან თბილისის ლიტერატურული ძალები და ხელოვნებისრულებით დაშორებულნი იქნებიან პოლიტიკას. წარმოდგენილი იქმნა პატარა მინიატურები. პოეტ გოროდეცკიმ წარმოსთქვა სიტყვა ქართულ ხელოვნებაზედ და დალია სადღეგრძელო „ცისფერიყანწების“ იქ მყოფი პოეტების. გოროდეცკის უპასუხა რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ, რომელმაც სთქვა, რომ საქართველოში არის არა მარტო „ცისფერი“, არამედ „წითელი ყანწებიც“, რომელიც საქართველოს, პოლიტიკურ თავისუფლებასთან ერთად, მიანიჭებს თავისუფლებას ხელოვნებასაც. სიტყვები წარმოსთქვეს ტიციან ტაბიძემ, ს. ყანჩელმა, გრიგოლ რობაქიძემ და პროფ. ჩერეპნინმა, რომელსაც საზოგადოება დიდი აღტაცებით შეხვდა.

თარიღი: 12 სექტემბერი, 1918 წელი
წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1918 | 12 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა