თაბუკაშვილი

აღბულაღის თემის თავმჯდომარემ თაბუკაშვილმა თბილისის ერობის გამგეობას წარუდგინა სოფლების: ვაკის, ქსოვრეთის, ამრამეთის, ბუჟურელეთის, ტბისის, გოლთეთის, ჩხიკვთა, აგრითის და ჭალის მოსახლეობის მოთხოვნა აღბულაღის სათემოსთან შეერთებასთან დაკავშირებით. აგრეთვე, ივრის თემის გერმანული ახალშენის მცხოვრებლები მოითხოვდნენ ერთ ახალშენად გაერთიანებას „მარიენფილდის“ სახელწოდებით. თბილისის ერობის გამგეობამ ორივე ეს საკითხი განსახილველად დღის წესრიგში დააყენა.

თარიღი: 01 აპრილი, 1920 წელი
წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1920 | 1 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა