გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული
1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება გერმანელთა ბანკის დაარსების შესახებ და დაადგინეს, რომ მინისტრს მიეცეს უფლება, იმ შემთხვევაში დაამტკიცოს გერმანია-კავკასიის ბანკის წესდება, თუ ის აკმაყოფილებს არსებული კანონისა და არსებული კომერციული ბანკების წესდებათა ფორმალურ მოთხოვნას.
თარიღი: 08 ოქტომბერი, 1918 წელიწყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა სამინისტროს საერთო განყოფილება. მთავრობის სხდომის ჟურნალები | 1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი