გიორგი პავლეს ძე ერაძე

1918 წლის 18 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომას დაესწრნენ მთავრობის თავმჯდომარე ნ. რამიშვილი, მინისტრები: გ. გიორგაძე, გ. ჟურული, ივ. ლორთქიფანიძე, სახელმწიფო კონტროლის წარმომადგენელი ჯაფარიძე, მინისტრების მოადგილეები: გ. ერაძე, კ. საბახტარაშვილი, პ. გელეიშვილი, ი. გედევანიშვილი, პ. გვარჯალაძე, მოწვეულნი: შტაბის წევრი, გერმანელთა სამხედრო მრჩეველი ვოლფსჰკეელი; პარლამენტის სამხედრო კომისიის თავმჯდომარე ს. მდივანი. საქმეთა მმართველი ს. ჯაფარიძე, მდივანი გრ. რობაქიძე.

თარიღი: 18 ოქტომბერი, 1918 წელი
წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა სამინისტროს საერთო განყოფილება. მთავრობის სხდომის ჟურნალები | 1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი