გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე

1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსენება ჯარისკაცთა ფორმისა და ოფიცერთა პაგონების შესახებ. დაადგინეს: ა) ნება მიეცეს მინისტრს, შემოიღოს ჯარში ქუდისთვის კოკარდა სამფერიანი საქართველოს დროშის გამომხატველი. ბ) ოფიცერთა ძველრუსულ პაგონებს დაეწეროს ასოები: ქ. ლ. _ ქართული ლაშქარი. გ) არაქართული ლაშქრის ოფიცრებს, გარდა გერმანელებისა და ავსტრიელებისა, აეკრძალოთ რაიმე პაგონის ტარება.

თარიღი: 24 ოქტომბერი, 1918 წელი
წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა სამინისტროს საერთო განყოფილება. მთავრობის სხდომის ჟურნალები | 1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი