კანდელაკი (6)
1917 წლის 25 აგვისტოს დილის 11 საათზე ქ. სამტრედიაში შედგა ქალთა კავშირის დამფუძნებელი კრება, რომლის მთავარი მიზანი იყო ქალთა უფლებების დაცვა. კრება გახსნა ლექტორმა ტიტე სიხარულიძემ, რომელმაც ისაუბრა ქალთა საკითხებზე, მოიყვანა მაგალითები ქალთა სწორუფლებიანობის შესახებ, ასევე გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისის, რუსეთის და სხვა სოციალისტების აზრები. სამსაათიანი ლექციის შემდეგ ქალებმა აირჩიეს ათი ქალისგან შემდგარი ბიურო. კრებას ესწრებოდა სოციალ. დემოკრატების მხარდამჭერი ორი ქალი, კანდელაკი და ნინუა, რომლებმაც დარბაზი დატოვეს.
თარიღი: 25 აგვისტო, 1917 წელიწყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 7 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
ადგილი: სამტრედია, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა