კ. მედვედევი

1918 წლის 23 იანვარს ტელეგრამა, გამოგზავნილი უმაღლესი მთავარსარდლის, კრილენკოს მიერ ფოთის, ბათუმის, თბილისის კომისართა სახელებზე იუწყება, რომ საზავო მოლაპარაკება დასრულდა. გერმანელმა კაპიტალისტებმა, ბანკირებმა და მემამულეებმა ისეთი პირობები წამოუყენეს რუსეთის დელეგაციას ბრესტში, რომელსაც რუსი დელეგატები ხელს ვერ მოაწერდნენ. მათ 28 იანვარს განაცხადეს, რომ რუსეთის რესპუბლიკა უარყოფს ანექსიურ ხელშეკრულებას და თავის მხრივ მას ომი შეწყვეტილი აქვს. ხელს აწერენ: რუსეთის საზავო დელეგაციის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ა. ტროცკი, დელეგაციის წევრები: სახელმწიფო ქონებათა სახალხო კომისარი ა. ბიცენკო, კორელი, იოფე, პოკროვსკი, უკრაინის ც. აღ. კ. მედვედევი, უკრაინის სამხედრო საქმის სახალხო კომისარი შახრაი, დელეგაციის მდივანი კარახანი. ხელს აწერს უმაღლესი მთავარსარდალი კრილენკო, 29 იანვარი, 1918 წ.

თარიღი: 23 იანვარი, 1918 წელი
წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1918 | 5 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
ადგილი: მოსკოვი, რუსეთი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა