დავით ლაზარეს ძე ადამია
1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის N92 ბრძანების თანახმად, მიმდინარე წლის 10 ნოემბრიდან დავით ლაზარეს ძე ადამია მარტვილის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის გერმანულის, ფრანგულისა და ლათინური ენების მასწავლებლად დანიშნეს. ხელს აწერს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.
თარიღი: 10 ნოემბერი, 1918 წელიწყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | დავით ლაზარეს ძე ადამიას პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ადგილი: მარტვილი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი