გრიგოლ (გიგო) იასონის ძე ნათაძე

1919 წლის 5 მაისს სახალხო განათლების სამინისტრომ ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს N102 ბრძანებით აცნობა, რომ გერმანული ენის მასწავლებელი ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან აღნიშნული საგნის შტატის მასწავლებლად დაამტკიცეს და პენსიისა და ხუთწლეულების მისაღებად ნამსახური წლები სახელმწიფო სამსახურში ჩაუთვალეს. ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.

თარიღი: 15 მაისი, 1919 წელი
წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილის) პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ადგილი: ქუთაისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი