ალექსი მესხიშვილი (2)

1918 წლის 11 დეკემბერს მთავარგამგე გ. ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკ. აბესაძე თბილისის ქალთა მე-5 გიმნაზიის დირექტორს აცნობებენ, რომ მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში დაინიშნენ: 1. ალექსი მესხიშვილი - არითმეტიკისა და ხელსაქმის მასწავლებლად, 2. კორსაკი - გერმანული ენის, 3. ნ. გონიევისა - რუსული ენის და 4. ანდრიუშკევიჩი - ხელსაქმის მასწავლებლად. (ბრძ.N160).

თარიღი: 11 დეკემბერი, 1918 წელი
წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ელისაბედ ფ. ანდრიუშკევიჩის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი